უძრავი ქონების საამზომველო და საკონსულტაციო კომპანია შპსალიგატორიშეიქმნა 2001 წელს ერთობლივი გერმანულ-ქართული პროექტის  kfw “მიწის კადასტრი და რეგისტრაციაფარგლებში საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების შესრულების მიზნით. აღნიშნული პროექტი ემსახურებოდა მიწის ბაზრის განვითარებას საქართველოში. შპსალიგატორიმონაწილებდა kfw- პროექტის განხორციელებაში მის საბოლოო დასრულებამდე 2007 წლამდე.

გერმანულ-ქართული პროექტის  kfw ფარგლებში იმ დროისათვის უახლესი GPS
აპარატურის
გამოყენებით შპსალიგატორმაგანახორციელა საქართველოს სხვადასხვა რაიონების  - ვანის, ახალციხის, წალკის, თეთრიწყაროს და კასპის რაიონების მიწის ნაკვეთების კადასტრი და მოახდინა აღნიშნული რაიონების ერთიანი GIS გეომონაცემთა ბაზის შექმნა. 

2005 წლიდან შპსალიგატორიაფართოვებს საქმიანობის სფეროს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების უფრო ფართო სპექტრს, როგორიცაა გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოები, ტოპოგრაფიული და თემატური რუკების შედგენაშენობების აზომვითი სამუშაოები და პროექტირება, გეოსაინფორმაციო სისტემები და გეომონაცემთა ბაზების შექმნა.

2008 წლიდან შპსალიგატორიგახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებელი, რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ როგორც უძრავი ქონების აზომვა, ისე მასზე უფლებათა რეგისტრაცია. ასევე გაგიწევთ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე კვალიფიციურ უფასო კონსულტაციას.

ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, თანამედროვე საამზომველო ხელსაწყოები და უახლესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით, მომხმარებლის ინტერესების სრული დაცვით სწრაფად და ხარისხიანად განვახორციერლოთ თქვენთვის საჭირო მომსახურება.